გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუბიოსთან შეხვედრისას ბერლინსა და ვაშინგტონს შორის არსებულ უთანხმოებებს განიხილავს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ვაშინგტონში გამგზავრებისას ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობას.
როგორც Reuters-ი წერს, ვადეფულის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დელიკატურ პერიოდში ხდება, გრენლანდიასა და ვენესუელაში აშშ-ის ინტერესებთან დაკავშირებული დაძაბულობის გათვალისწინებით.
„არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ინვესტირება, რათა მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება შეგვეძლოს“, - აღნიშნა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორშაბათს, 12 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის დროს ის გერმანიასა და აშშ-ს შორის არსებულ „უთანხმოებებს“ განიხილავს.
„სადაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ გვსურს, ეს განსხვავებები დიალოგის გზით მოვაგვაროთ, რათა შევასრულოთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ვადეფულმა.