Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ აქვს მნიშვნელობა რას გეგმავს პუტინი - ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებია საჭირო.

გერმანიის მინისტრის თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს.

გერმანელი დიპლომატი აღნიშნა, რომ ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ რას გეგმავს კრემლის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

„მშვიდობიანი დარეგულირებისთვის უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებია საჭირო - ჩვენ, ევროპელები, ამისთვის მზად ვართ აშშ-სთან ერთად. უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ იქნება“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.