გერმანიის რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გერმანიაში მატარებლების სისტემატური დაგვიანების გამო ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრომ გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn) გენერალური დირექტორი რიჰარდ ლუტცი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
ამჟამად გერმანიაში იმ მატარებლების წილი, რომლებიც განრიგით დადის, რეკორდულ 62,5%-მდე შემცირდა. კონცერნში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, ხოლო რკინიგზის ინფრასტრუქტურა მოძველებულია.
„დადგა სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის დრო“, - განაცხადა გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა პატრიკ შნიდერმა.
რიჰარდ ლუტცი Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე იქამდე იმუშავებს, ვიდრე მისი მემკვიდრის საკითხი არ გადაწყდება.
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ კონცერნმა წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და მატარებლების დაგვიანების პრობლემის მოგვარების პირობა არ შეასრულა.
ასევე გადამზიდავს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. 2024 წელს მისმა წაგებამ 1,8 მლრდ ევრო შეადგინა. 2025 წლის პირველ ნახევარში სუფთა ზარალმა 760 მლნ ევრო შეადგინა.