Loading data...
გერმანიის რკინიგზაზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

გერმანიის სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, ამის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ბილეთების დაჯავშნის და საინფორმაციო სისტემები არ მუშაობდა, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

Deutsche Bahn-ის ცნობით, ზარალის მასშტაბი საკმაოდ სერიოზულია. პრობლემები კონცერნის საიტებზე 17 თებერვალს დაიწყო. სისტემის აღდგენა მხოლოდ მომდევნო დღეს მოხერხდა.

„ეს შეტევა იყო მიზანმიმართული და ის თალღისებურად განხორციელდა“, - განაცხადეს Deutsche Bahn-ში. საუბარია ე.წ. DDoS-შეტევაზე, როდესაც ბევრი განაცხადის გამო IT-სისტემაზე მასშტაბური დატვირთვა ხდება და ის ითიშება.

კომპანიაში არსებულმა წყაროებმა გამოცემა Bild-ს აცნობეს, რომ შეტევა ძალზე კოორდინირებულად განხორციელდა და ეს ციფრულ სამხედრო იერიშს ჰგავდა. კომპანიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ შეტევასთან რუსი ჰაკერები იყვნენ დაკავშირებულები.