Loading data...
გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გერმანიის ფედერალურ მიწებზე – ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში – ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს

საარჩევნო უბნები ბერლინის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. 

აღნიშნულ არჩევნებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კანცლერ ფრიდრიხ მერცისთვის, რომელიც გადადგომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საქსონია-ანჰალტის წინა ადგილობრივ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მარცხის გამო.

ARD-ის გამოკითხვის თანახმად, ბერლინში მერცის კონსერვატორები 20%-იან მხარდაჭერას მიიღებენ. „მემარცხენეები“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ 1 პროცენტული პუნქტით უსწრებენ და ხმათა 21%-ს აგროვებენ.

მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმათა 18%-ით. შემდეგ მოდიან „მწვანეები“ (16%) და „სოციალ-დემოკრატები“ (12%).

მეკლენბურგ-წინა პომერანიაში გამოკითხვები გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა (SPD) და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შორის დაძაბულ ბრძოლაზე მიუთითებს.