1767036105
უცხოეთი
გერმანიის მთავრობა: ომის დასრულება მოსკოვზეა დამოკიდებული
გერმანიის მთავრობა სიფრთხილით ეკიდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შედეგებს. იუწყება ntv.
მთავრობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა, რომ დიპლომატიური მუშაობა გრძელდება.
„ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას, იმუშაოს უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა მან.
თუმცა, პრესმდივნის თქმით, ცხადია, რომ ომის დასრულება მოსკოვზეა დამოკიდებული.