გერმანიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის შემდეგ ძირითად საფრთხედ აშშ მიაჩნია
გერმანიის მოსახლეობის თითქმის ორმა მესამედმა (65%-მა) დაასახელა აშშ, როგორც ქვეყანა, რომელიც მომდევნო წლებში პლანეტაზე მშვიდობისთვის ძირითად საფრთხეს შექმნის. ასეთი დასკვნა გააკეთა ალეისბაჰის საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტმა კვლევის მიხედვით, რომელიც უმაღლესი ხელმძღვანელობის და სტრატეგიის ცენტრის დაკვეთით ჩატარდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კვლევები 6-დან 19 თებერვლამდე ჩატარდა, მასში გერმანიის 1077 მკვიდრი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 16 წელზე მეტია.
შედარებისთვის, 2025 წელს ანალოგიურ შეკითხვას გერმანიაში დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 46%-მა, ხოლო 2024 წელს - 24%-მა. გამოკითხულთა მხოლოდ 32%-ს მიაჩნია, რომ ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ მათ დახმარებას გაუწევს. 35%-ს კი შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების იმედი არ აქვს.
გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ჩინეთს მშვიდობისთვის საფრთხედ გერმანიაში გამოკითხულთა 46% ასახელებს.
გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში ის გერმანიიდან წასვლას არ გეგმავს, 14% კი ამბობს, რომ ასეთ ვარიანტს არ გამრიცხავს.