Loading data...
გერმანიის კანცლერი: უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის შექებით დაიწყო.

მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის გარეშე, ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დროს დადებითი დინამიკა არ იქნებოდა.

„ჩვენ გვაქვს უკრაინაში რეალური მშვიდობის დამყარების შანსი. ჩვენ ვიცით ომის ფასი და ვიცით მშვიდობის ფასი“, - აღნიშნა კანცლერმა და ხაზი გაუსვა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის დიპლომატიურ ძალისხმევას.

გერმანიის კანცლერი იმედოვნებს,  რომ საღამოს ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილი ვახშმის დროს შემდგომი პროგრესი იქნება მიღწეული.

მისი თქმით, ტერიტორიული დათმობები კვლავ ძირითად საკითხად რჩება.