Loading data...
გერმანიის კანცლერი: თუ ომის დასრულებაზე ამ კვირაში პროგრესი არ იქნება, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს

„ევროკავშირი მზადაა, რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუ უკრაინაში ომის დასრულების საკითხში პროგრესი ამ კვირაში არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და დასძინა, რომ სანქციების ახალი პაკეტი მომზადებულია.

„ჩვენ ველოდებით პუტინის თანხმობას და ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ევროპულ დონეზე, რათა მნიშვნელოვნად გავამკაცროთ სანქციები“, - აღნიშნა მერცმა.

მერცმა დასძინა, რომ ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და საფინანსო სფეროზე.