Loading data...
გერმანიის კანცლერი: გვსურს ჩინეთთან პარნტიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, მოწესრიგებული და სამართლიანი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი პეკინში ჩავიდა.

„ჩვენ გვსურს ჩინეთთან პარნტიორობა, რომელიც იქნება დაბალანსებული, სანდო, მოწესრიგებული და სამართლიანი“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

როგორც მედია წერს, გერმანია ჩინეთისგან სავაჭრო დისბალანსის გაუმჯობესებას მოელის, რადგან ჩინეთიდან გერმანიაში ექსპორტირებული ტვირთის მოცულობა ორჯერ აღემატება გერმანიიდან ჩინეთში იმპორტირებულ საქონელს.

ასევე, მოსალოდნელია, რომ მერცი ჩინეთზე ზეწოლას მოახდენს, რათა მან მოსკოვზე თავისი გავლენა გამოიყენოს უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.