Loading data...
გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპს ტელეფონზე კონფიდენციალურად ესაუბრა - Reuters

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი უკრაინაში ომის დასრულების ამერიკულ „სამშვიდობო გეგმას“ ეხებოდა.

სატელეფონო საუბარი 15 წუთი გაგრძელდა.

საუბრის შინაარსი გერმანიის კანცლერის პრესსამსახურს არ გაუმჟღავნებია.

„უკრაინისთვის შექმნილი „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-ის პრეზიდენტთან ახლახან კარგი და კონფიდენციალური სატელეფონო საუბრის დროს განვიხილე. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, მრჩეველთა დონეზე. ახლა ევროპელ პარტნიორებს მივაწვდი ინფორმაციას“, - დაწერა მერცმა სოციალურ ქსელ X-ზე.