Loading data...
გერმანიის კანცლერი: ჩვენი ვარაუდით, გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას გერმანიის თავზე აღმოჩენილი დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას, მათ შორის, შესაძლოა, იმ დრონების უკანაც, რომლებმაც მიუნხენის აეროპორტში ათობით ფრენა შეაფერხა.

მისი თქმით, ევროპის საჰაერო სივრცეში შეჭრის სიხშირე უპრეცედენტო იყო ცივი ომის დროსთან შედარებითაც კი, თუმცა აღნიშნა, რომ აქამდე შემჩნეული არცერთი დრონი არ იყო შეიარაღებული და ყველა მათგანი სადაზვერვო ფრენებს ასრულებდა.

„ჩვენი ვარაუდით, ამ დრონების უმეტესობის უკან რუსეთი დგას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.