1757364200
უცხოეთი
გერმანიის კანცლერი: ამერიკასთან ურთიერთობა იცვლება, ამიტომ ევროპამ მსოფლიოში ახალი პარტნიორები უნდა მოიძიოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გადახედოს საკუთარ ინტერესებს და მოიძიოს ახალი პარტნიორები მსოფლიოში, რადგან ამერიკასთან ურთიერთობა იცვლება.
მერცის თქმით, ევროპა ნოსტალგიის გარეშე უნდა მოერგოს ახალ რეალობას. მისი თქმით, ამერიკა რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.
„აშშ ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად რჩება. მზად ვართ მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, თუმცა ცხადი ხდება, რომ ეს პარტნიორობა ნაკლებად მკაფიო იქნება. ის უფრო ჩამოყალიბდება კონკრეტული საკითხებისა და ინტერესების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მერცმა.
როგორც გერმანიის კანცლერმა განმარტა, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე არის ევროპის ერთობლივი ძალისხმევის მაგალითი.