Loading data...
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობა, შესაძლოა, ტერორისტული საფრთხის გამო გაუქმდეს

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ტრადიციული საშობაო ბაზრობა ტერორისტული საფრთხის გამო, შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება. 

როგორც გერმანული მედია წერს, მაგდებურგში ქალაქის ოფიციალური პირები, სამართალდამცველები და მოვაჭრეები ქალაქის ცენტრში ტრადიციული საშობაო ბაზრობის მოწყობის მიზანშეწონილობაზე კამათობენ. 

მიმდინარე კვირაში ქალაქის საბჭომ ტრადიციული გამოფენის ორგანიზატორს ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ დახლების დადგმა უკვე დაწყებული იყო. 

ქალაქის მერმა სიმონე ბორისმა იმედი გამოთქვა, რომ საშობაო ბაზრობა მოეწყობა. 

ინფორმაციისთვის, 2024 წლის 20 დეკემბერს, გერმანიაში დასაქმებული ექიმი, სახელად ტალებ ალ-აბდულმოჰსენი თავისი მანქანით საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ ხალხში შევარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.