Loading data...
გერმანიის ერთ-ერთ ციხეში პატიმართა შესაძლო ამბოხის საფრთხის გამო სპეცოპერაცია ჩატარდა

„გერმანიაში ქალაქ ზიგბურგის ციხეში, პატიმართა შესაძლო ამბოხის მზადების შესახებ მიღებული შეტყობინებების შემდეგ, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა“, - აღნიშნულის შესახებ Spiegel-ი იტყობინება. 

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის უწყების ცნობით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოპერაციის ჩატარების მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა.

სპეცოპერაციაში დაახლოებით 100 სამართალდამცველი მონაწილეობდა. 

პოლიციამ დაწესებულების ტერიტორიაზე მიღებული მონაცემების შესამოწმებლად და შესაძლო აკრძალული საგნების გამოსავლენად ჩხრეკა ჩაატარა. 

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის იუსტიციის მინისტრმა ბენჯამინ ლიმბახმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ძალადობის ნებისმიერი სახის საფრთხე მიუღებელია.