გერმანიის დედაქალაქის აეროპორტმა მუშაობა ყინულის გამო შეწყვიტა
გერმანიის დედაქალაქის, ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტმა ყინულის გამო მუშაობა მთლიანად გააჩერა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც აეროპორტის წარმომადგენლები იუწყებიან, ყინულის საწინააღმდეგო დამუშავებამ საჭირო ეფექტი არ მოჰყვა.
„ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება ავიამიმოსვლა გერმანიის დედაქალაქის აეროპორტში.
გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბალტიის ზღვასა და ბერლინს შორის რთული მეტეოროლოგიური პირობები შეიქმნა. ამის გამო სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობაშიც შეფერხებები დაფიქსირდა. ბერლინის ზოგიერთ რაიონში ავტობუსების გადაადგილება შეწყდა.
ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტი დატვირთვის მხრივ მესამე ადგილზეა გერმანიაში მაინის ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტების შემდეგ. ის ქალაქ შენეფელდში, ბერლინიდან სამხრეთით მდებარეობს.