Loading data...
გერმანიაში უკრაინელ ახალგაზრდას, რომელმაც ქალი და ბავშვი მოკლა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიის ქალაქ ესენის სასამართლომ უკრაინის 16 წლის მოქალაქე 32 წლის უკრაინელი ქალისა და მისი ერთი წლის შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ eurointegration.com იუწყება.

მკვლელობა 2025 წლის ზაფხულში ქალაქ დორსტენში მოხდა. პოლიციამ მაშინ ქალის და ბავშვის ცხედრები აღმოაჩინა. მათ ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. 16 წლის უკრაინელი კი პოლიციაში თვითონ მივიდა და ბრალი აღიარა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობამდე ქალსა და მოზარდს შორის სქესობრივი კავშირი იყო. რატომ ჩაიდინა ახალგაზრდამ მკვლელობა, ბოლომდე ვერ დადგინდა. მან ქალი და ბავშვი ცემით მოკლა.

ბრალდებულის ასაკის გამო სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 16 წლის უკრაინელი სასჯელს არასრულწლოვანთა ციხეში მოიხდის.