Loading data...
გერმანიაში თავდამსხმელი ბანკის ფილიალში შეიჭრა - დაღუპულია ერთი პირი

გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმისას მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილმა მამაკაცმა ბანკი თავად დატოვა, თუმცა მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, კვლავ ბანკის შენობაში იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები. უცნობია, აქვს თუ არა თავდამსხმელს, დანის გარდა, სხვა იარაღი.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბანკში დარჩენილი ორი ადამიანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სპეციალური დანიშნულების ძალებმა. ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა შენობაში სხვა პირებიც.

სამართალდამცველების ცნობით, მასთან ამ დრომდე კონტაქტი არ დამყარებულა. ასევე, უცნობია თავდასხმის მოტივი. პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელს ჯერჯერობით არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმები და ვერტმფრენი. ბანკის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად არის შემოსაზღვრული.