Loading data...
გერმანიაში სკოლის ტერიტორიაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბრანდენბურგის მხარეში, კერძო სკოლის ტერიტორიაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ეჭვმიტანილი დაკავებულია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს

ინციდენტი ბერლინთან ახლოს, ქალაქ გოსენ-ნოი ციტაუში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 18 წლის მოსწავლე გოგონა და 30 წლის მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა.

გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც შესაძლოა, დაღუპული მოსწავლის ყოფილი შეყვარებული იყო.

მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. ადგილზე პოლიციელები, მაშველები და მედიკოსები არიან მობილიზებულები.