1734813118
უცხოეთი
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
20 დეკემბრის საღამოს გერმანიის ქალაქ მაგდებურგის საშობაო ტრადიციულ ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
მედიის ცნობით, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან ბევრი მძიმედ. აქედან 41 მძიმედ დაშავებულია, 90 ადამიანი საშუალო სიმძიმისაა და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავებულია.