Loading data...
გერმანიაში სამუშაო ადგილების შემცირებისა და ქარხნების დახურვის გამო საპროტესტო აქციები იგეგმება - The Guardian

Volkswagen-ის წინადადებამ 100 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებისა და ქარხნების დახურვის შესახებ, დასაქმებულთა გაღიზიანება გამოიწვია, რის საფუძველზეც, გერმანიის ყველა ქარხანაში საპროტესტო აქციები იგეგმება.

პროფკავშირმა IG Metall-მა ევროპის უდიდესი ავტომწარმოებლის 18 ობიექტზე, ორგანიზება გაუწია დემონსტრაციებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაღაზიების მენეჯერები და პროფკავშირის საბჭოს წევრები. მათ აღმასრულებელ დირექტორს ოლივერ ბლუმს განუცხადეს, რომ უსამართლობაა „ბოლო წლების წარუმატებლობის პასუხისმგებლობა სამუშაო ძალას გადააბრალოს“.

ცნობისთვის, ბლუმის გუნდის პრეზენტაცია მას შემდეგ გაკეთდა, რაც ავტომობილების ვაჭრობის წარმომადგენლობითმა ორგანომ VDA-მ გერმანიასა და მთელ კონტინენტზე სექტორში დასაქმების პოტენციური კოლაფსი იწინასწარმეტყველა, თუ „გაბედული გადაწყვეტილებები“ არ იქნება მიღებული, მათ შორის უსიცოცხლო ქარხნების პოტენციური გაყიდვა, უცხოურ საავტომობილო კომპანიებზე.

დიდი ალბათობით, მათი აქტიურად დახურვის მცდელობებს, პროფკავშირებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების მხრიდან, მასობრივი გაფიცვა და პროტესტი მოჰყვება.