Loading data...
გერმანიაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას იძიებენ

გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები და ქვეყნის შეიარაღებული ძალები გერმანიის საქსონიის რეგიონში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას იძიებენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ვერტმფრენის ნამსხვრევები მდინარე მულდეში, ქალაქ გრიმის მახლობლად აღმოაჩინეს. კატასტროფას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბორტზე მყოფთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კატასტროფის ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ მდინარეში საწვავი ჩაიღვარა. ამჟამად საწვავის გაჟონვის ლოკალიზაცია უნდა მოხდეს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარია სამხედრო შვეულმფრენზე, რომელიც საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.