გერმანიაში სამხედრო ბაზის თავზე კვლავ დრონები შენიშნეს
გერმანიის ბუნდესვერის მეჰერნიჰეს სამხედრო ბაზის დაცვამ მის თავზე საერთო ჯამში საეჭვო დრონების ფრენის 6 ფაქტი დააფიქსირა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ ფაქტს პოლიცია იძიებს. წინასწარი შეფასებით, ბაზის თავზე, შესაძლოა, Fly-380 VTOL-ის ტიპის დრონები იყო შემჩნეული. ამ ტიპის დრონებს 3,8 მეტრის ფრთები გააჩნია და 400 კმ-ზე ფრენა შეუძლიათ. დრონის სიჩქარე 150 კმ/სთ-ს შეადგენს და 10 კგ-ის გადატანა შეუძლია.
მეჰერნიჰეს ბაზა საკვანძოა გერმანიის არმიის ლოგისტიკისთვის. აქ ბუნდესვერის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საწყობი მდებარეობს. 130 მეტრის სიღრმეში 30 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის და დანადგარების სათადარიგო ნაწილები ინახება.
ასევე ამ ბაზაზე ბუნდესვერის სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც ტექდათვალიერებაზე და ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, Patriot-ების რემონტზე არიან პასუხისმგებლები. ამით ეს ბაზა ევროპაში უნიკალურია.