1761285878
უცხოეთი
გერმანიაში პოლიციასა და სამხედროებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა
გერმანიის ბავარიის რეგიონში პოლიციამ შეცდომით სამხედროს ცეცხლი გაუხსნა, რადგანაც ჩათვალა, რომ ის შეიარაღებული ბოროტმოქმედი იყო. სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ინციდენტი წვრთნების დროს მოხდა, რომლის მიზანი სამხედროებსა და პოლიციელებს შორის ურთიერთქმედების გაღრმავება იყო.
პოლიციის ცნობით, სამხედრო მსუბუქად დაიჭრა. ორმხრივი სროლა არასწორი ინტერპრეტაციის გამო მოხდა. მცირე მკურნალობის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოდან გაწერეს.
ბავარიის პოლიციის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. დაწყებულია მომხდარის გამოძიება.