გერმანიაში ფრინველის გრიპის შედეგად ათასობით წერო დაიღუპა
გერმანიაში ფრინველის გრიპმა იფეთქა. ფრინველის გრიპს ათასობით წერო შეეწირა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ასეთი რაოდენობით დაღუპულ ფრინველს პირველად ვხედავთ“, - განაცხადეს ფრიდრიხ ლეფლერის ინსტიტუტში.
ახლა გერმანიის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლებები ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად განიხილავენ. ვირუსის რისკი „მაღალ“ დონემდეა აწეული.
დაახლოებით 2000 წერო სამხრეთით ყოველწლიური მიგრაციის დროს დაიღუპა. მიგრაციის პიკი ჯერ წინ არის, შესაბამისად ექსპერტები ფრინველის ინფიცირების რაოდენობის გაზრდას ელოდებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ ფრინველის გრიპი წეროებსა და სხვა ფრინველებს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, მაგრამ ადამიანებს ის არ ემუქრება.
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო 15 ათასამდე შინაური ფრინველი იყო განადგურებული.