Loading data...
გერმანიაში ორ ქვესადგურთან ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

გერმანიის საქსონიის რეგიონში ორ ელექტროქვესადგურთან „დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობები“ აღმოაჩინეს. ამის შესახებ საქსონიის შს მინისტრმა არმინ შუსტერმა განაცხადა. ინფორმაციას Deucthe Welle ავრცელებს.

პოლიციამ ოპერაცია ქალაქ ბაუცენის მახლობლად ჩაატარა. საუბარია 4 ნივთზე, რომელთა განაღმვა გახდა აუცილებელი. ასევე პოლიცია ადგილზე ნივთმტკიცებულებების შეგროვებით იყო დაკავებული.

პოლიცია იუწყება, რომ ორი წერილი აღმოაჩინა, რომელთა ავტორები იუწყებოდნენ, რომ სწორედ მათ მოაწყვეს თავდასხმები ბრანდენბურგში და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში მდებარე ელექტროქვესადგურებზე. მათ ეს ქმედებები ენერგეტიკაში საწვავის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლით ახსნეს, რომელიც გარემოს აბინძურებს. გერმანიის პოლიციაში ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ ბოლო შეტევების უკან სწორედ ეკოლოგიური ექსტრემისტები დგანან.