Loading data...
გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა - დაიღუპა ორი ადამიანი

გერმანიაში, მაგდებურგის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე ზომის თვითმფრინავი A2 ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

ავიაკატასტროფის გამო გერმანიის ერთ-ერთ მთავარ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალზე ჰანოვერისკენ მიმავალი ყველა ხაზი ჩაიკეტა. მაგდებურგის პოლიციის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ინციდენტში საგზაო სატრანსპორტო საშუალებები არ მონაწილეობდნენ.

საჰაერო ხომალდი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:48 საათზე ჩამოვარდა ქალაქ ბურგსა და ავტომაგისტრალთან მდებარე „კრაჰენბერგეს“ დასასვენებელ ზონას შორის.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.