Loading data...
გერმანიაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი

გერმანიაში, საქსონიის მხარეში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს. 

გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად, დაწესებულებაში 84 წლის პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო შვიდი დაშავდა. 

სამ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს.