გერმანიაში მანქანა ბეღელში, სახურავზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანია დაშავებული

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანია დაშავებული. პოლიციის ცნობით, ქალაქ ბომტეში გადაადგილებისას მანქანა გზიდან გადავიდა, ბატუტზე მჯდომ ბიჭს დაეჯახა და ჰაერში კატაპულტით აიჭრა, რის შედეგადაც იქვე მდგომ ბეღელში შევარდა და სახურავზე, მიწიდან დაახლოებით სამ მეტრზე გაიჭედა.
გერმანიის პოლიციის ცნობით, ბიჭი მძიმედ დაშავდა. მძღოლი 42 წლის მამაკაცი იყო, რომლის მეუღლეც, ასევე, მძიმედაა დაშავებული. მანქანაში სამი მცირეწლოვანი იმყოფებოდა: 11, 12 და 13 წლის მგზავრებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ათეულობით წევრი, მეხანძრეები და სამაშველო ვერტმფრენები მუშაობდნენ.
როგორც ადგილობრივ მედიაში ვრცელდება, მაშველებს სახურავის გაჭრა დასჭირდათ, რათა მანქანა შემთხვევის ადგილიდან გადაეყვანათ. ინციდენტზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.