1732195844
უცხოეთი
გერმანიაში ირანის ყველა საკონსულო დაიხურა
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან საზოგადოებისთვის დაიხურა ირანის საკონსულოები ჰამბურგში, მიუნხენსა და ფრანკფურტში, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტო dpa-ს განუცხადეს.
მედიის ცნობით, ამავდროულად, ბერლინში ირანის საელჩო ღია დარჩება და კვლავ მომსახურებას გაუწევს გერმანიაში მცხოვრებ 300 ათას ირანელს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქვეყანაში ირანის საკონსულოების დახურვის განკარგულება გასცა სამი კვირის წინ, გერმანიისა და ირანის მოქალაქეობის მქონე ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ.
ირანის სასამართლო სისტემამ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა.