გერმანიაში გაფიცვის შედეგად საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია
გერმანიის პრაქტიკულად ყველა რეგიონში 27 თებერვალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომელთა გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო. გაფიცვაში ბერლინის, მაინის ფრანკფურტის, ვისბადენის, გისენის, მარბურგის, ოფენბაჰის და კესელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაკები მონაწილეობენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბავარიის რეგიონში გაფიცვაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობს. გერმანიის უმეტეს ნაწილში არ მუშაობს ავტობუსი, ტრამვაი და მეტრო.
პრობლემები შეექმნათ ოფისის თანამშრომლებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დანიშნულების ადგილას მისვლას ვერ ახერხებენ.
პროფკავშირის, Ver.di-ს ცნობით, გაფიცვა 1 მარტის ღამემდე გაგრძელდება. ეს ბოლო დროის განმავლობაში მეორე მასშტაბური გაფიცვაა. წინა გაფიცვა 2 თებერვალს გაიმართა, როდესაც გერმანიის პრაქტიკულად ყველა რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა.