გერმანიაში ბერლინის კედლის მშენებლობის მემორიალური ღონისძიება გაიმართა
გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის მშენებლობის 65 წლის მემორიალური ღონისძიება გაიმართა. ბერლინის კედელი 1989 წლამდე „ცივი ომის“ სიმბოლოდ ითვლებოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ხსოვნის ღონისძიების ძირითადი ნაწილი ბერლინის კედლის მემორიალში ჩატარდა, რომელიც „შერიგების კაპელის“ სახელით არის ცნობილი.
„ჩვენი ისტორიის ეს ნაწილი ახალგაზრდა თაობისთვის უნდა შევინახოთ, რადგანაც მათთვის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა სულ უფრო შორეული ისტორიაა“, - განაცხადა ღონისძიებაზე გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარემ იულია კლეკნერმა.
როგორც გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, 65 წლის წინ ბერლინის კედლის აგება იყო აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლების პოლიტიკის სრული კრახის ნიშანი.
„გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბერლინი გარე სამყაროს მოწყვიტა. კედელმა გაყო ცოცხალი ქალაქი, ოჯახები, მეგობრული ურთიერთობები და სიცოცხლე“, - დაწერა შტაინმაიერმა X-ში. მისი თქმით, გაყოფილი ბერლინის საზღვარზე გადასვლის მცდელობისას 260 ადამიანი მოკლეს.