Loading data...
გერმანიას უახლოეს მომავალში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს

გერმანია მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს, თუმცა აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ „დიდი ხნის ნანატრი პროგრესის“ მიღწევა, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელსაც Reuters ციტირებს.

პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის მთავრობისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა.

„ამიტომ, გერმანიის მთავრობა უახლოეს მომავალში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ გეგმავს“, - დასძინა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.