გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ ფრონტზე სიტუაციის გაუარესების გამო უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც Leopard 1 A5-ის ტიპის 22 ტანკს მოიცავს.
უკრაინა, ასევე, მიიღებს: 👇
✔️ 155 მილიმეტრის კალიბრის 60 ათასზე მეტ ჭურვს
✔️ Bandvagn 206-ის ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას
✔️ მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს
✔️ GEPARD-ის სამ საზენიტო დანადგარს
✔️ 10 ტყვიამფრქვევს
✔️ ათობით სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს
✔️ ექვს გამნაღმველ მანქანას
✔️ 100-ზე მეტ ავტომობილს, მათ შორის სატვირთო მანქანებს,
✔️ მიკროავტობუსებსა და სხვა სამხედრო ტექნიკას
„ფრონტზე სიტუაციის მუდმივი გაუარესების გათვალისწინებით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზრდილი მატერიალური მხარდაჭერის გარეშე შეიძლება დამარცხდეს“, - ნათქვამია გერმანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.