Loading data...
გერმანიამ განმარტა, თუ რატომ ვერ მოიგებს რუსეთი უკრაინასთან ომს

ის ფაქტი, რომ რუსეთი ამჟამად უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობებს განიცდის, აჩვენებს, რომ მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია“, - ეს მოსაზრება გამოთქვა ბუნდესტაგში ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ფრაქციის საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა იურგენ ჰარდტმა, წერს Deutsche Welle.

„დიდი ხანია ვხედავ, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით წინ არ მიიწევს. 2025 წელს რუსეთმა მხოლოდ მცირე ტერიტორიულ წარმატებას მიაღწია. დანაკარგები კი უზარმაზარი იყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ამის გათვალისწინებით, სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების გადაცემას ითვალისწინებს, რომელთა დაპყრობაც მოსკოვმა ოთხწლიანი ომის განმავლობაში ვერ შეძლო, „რა თქმა უნდა, უკრაინისთვის მიუღებელია“.

გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა აუცილებელია უკრაინის სამხედრო გაძლიერება.

„თუ დავინახავთ, რასაც მე ვიმედოვნებ, რომ უკრაინა, ჩვენი მხარდაჭერის წყალობით, მათ შორის, განსაკუთრებით ევროპული მხარდაჭერის წყალობით, სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი და მდგრადი გახდება და რომ ჩვენ მივაღწევთ იმ წერტილს, სადაც პუტინი იძულებული იქნება სერიოზულად განიხილოს ხელშესახები წარუმატებლობები ან თუნდაც ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ომი წააგოს, მაშინ მე მჯერა, რომ ის სერიოზულ მოლაპარაკებებს დაიწყებს“, - აცხადებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი.