გერმანია და ნორვეგია უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენენ

გერმანია ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის Patriot-ის ორი საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას დააფინანსებს. ამის შესახებ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
როგორც აღმოჩნდა, ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დაახლოებით, 7 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით, 700 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. გერმანიასთან ერთად, ის უკრაინას Patriot-ის ორ სისტემასა და რაკეტას, ასევე, სხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს სისტემები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას შეუწყობს ხელს.
„გერმანიასთან ერთად, ჩვენ ახლა უკრაინას ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ვამარაგებთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ქვეყნის დაცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის საჰაერო თავდასხმებისგან მოგერიებაში“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ.