გერმანია და იაპონია ერთობლივად ავიაგამანადგურებლის შექმნის იდეას განიხილავენ
გერმანია და იაპონია ერთობლივი ავიაგამანადგურებლის შექმნას გეგმავენ. საუბარია პროექტ GCAP-ზე, რომლის მონაწილეები არიან იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიტისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ტოკიოში მერცის ვიზიტის დროს მხარეები ეკონომიკური უსაფრთხოების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლობა ავიაგამანადგურებლის შექმნის მიმართულებით. შესაბამისი დავალება უკვე გაცემულია“, - განაცხადა მერცმა.
თავის მხრივ, სანაე ტაკაიტი მიესალმა გერმანიის და იაპონიის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. მან ტოკიოს და ბერლინს „პრემიუმ კლასის პარტნიორები“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა მსოფლიო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ.