Loading data...
გერმანელი დიპლომატი: ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ევროპა უსაფრთხოდაა

ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, ევროპა უსაფრთხოდ არის. როდესაც უკრაინელები იარაღს დაყრიან, აგრესორს ექნება დრო გადაჯგუფებისთვის და მისი შემდეგი სამიზნე ნატო იქნება, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვიდრე ამ ომში ჩვენი უკრაინელი მეგობრები მტკიცედ და მამაცურად იბრძვიან, ევროპა უსაფრთხოდაა“, - აღნიშნა მან.

იშინგერმა აღნიშნა, რომ უკრაინა მრავალი წლის განმავლობაში აკავებდა რუსეთის არმიას. ის მიიჩნევს, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთს ექნება დრო, დააგროვოს რესურსები და გადაჯგუფდეს ახალი შეტევისთვის, მაგრამ უფრო მასშტაბური.

„ჩვენი ძალისხმევა, რომ ევროპის დაცვა შევძლოთ, ამით არ დასრულდება. ტვირთი კვლავ უკრაინელებს აწევთ. ომის დასრულების შემდეგ, ამ ტვირთის გაცილებით დიდი წილი ჩვენ მოგვიწევს. უკრაინელები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით აკავებენ ძლევამოსილ რუსულ არმიას და იცავენ თავიანთ ქვეყანას. როდესაც ეს ომი დასრულდება და იარაღი დადუმდება დონბასში და უკრაინის სხვა რეგიონებში, რუსეთი კვლავ მიიღებს სამშვიდობო დროს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია ათ ან თერთმეტ სასაათო სარტყელზე, და მას საკმარისი დრო ექნება გადაჯგუფებისთვის“, - დასძინა დიპლომატმა.

ის, ასევე, დაეთანხმა ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე შეიძლება ალიანსის ქვეყნები იყვნენ.

იშინგერმა, ასევე, ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობაზე.

მან აღიარა, რომ ინტენსიური დიპლომატიური აქტივობაა, თუმცა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

„შესაძლოა, ამ ინტენსიურმა მუშაობამ მართლაც მნიშვნელოვან საკითხზე რაიმე სახის გადაწყვეტამდე მიგვიყვანოს“, - დასძინა იშინგერმა.