Loading data...
გერმანელ ბიატლონისტ ქალს პაკისტანის მთებში ეძებენ

პაკისტანის მთებში ცნობილ გერმანელ ბიატლონისტ ქალს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაურა დალმაიერს ეძებენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ინციდენტი 5700 მეტრის სიმაღლეზე მოხდა. დალმაიერი და კიდევ ერთი ქალი კლდეზე ადიოდნენ, რა დროსაც ისინი ქვების ცვენაში მოჰყვნენ. დალმაიერთან ერთად მყოფმა ქალმა მაშველები გამოიძახა, მაგრამ მათთან ვერტმფრენით მისვლა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.

ლაურა დალმაიერი მწვერვალებზე ასვლით ადრეც იყო დაკავებული, ის ჰიმალაის მთათა სისტემაზე სხვადასხვა მწვერვალებზე რეგულარულად ადიოდა ალპინისტებთან ერთად.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო ოპერაციის შედეგად ლაურა დალმაიერი გარდაცვლილი იპოვეს.