Loading data...
გერასიმოვი: პუტინმა 2026 წელს უკრაინაში უსაფრთხოების ზონის გაფართოების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2026 წელს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. ბუფერული ზონის გაფართოების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

გერასიმოვის თქმით, ეს ეხება სუმისა და ხარკოვის ოლქებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მოქმედი ჯარების „ჩრდილოეთის“ ჯგუფი მოინახულა.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2026 წელს სუმისა და ხარკოვის ოლქებში ბუფერული ზონის გაფართოების ბრძანება გასცა“, - განაცხადა გერასიმოვმა.