გენერალი დენ კეინი: ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით
ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ „ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით“, - ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.
„აშშ-ის ძალები უფრო ღრმად შეიჭრებიან ირანის ტერიტორიაზე და აშშ-ის ძალებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას შეუქმნიან“, - აღნიშნა კეინმა.
აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გაშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა აშშ-ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების დაწყების შემდეგ.
მისი თქმით, ირანიდან რაკეტების გაშვება კონფლიქტის პირველივე დღიდან 86%-ით შემცირდა.
ამასთან, როგორც კეინი აღნიშნავს, რაკეტებისა და დრონების აქტივობის შემცირებამ აშშ-ის ძალებს საშუალება მისცა, გაეფართოებინა ოპერატიული უპირატესობა.
„ამ პროგრესმა ცენტრალურ სარდლობას საშუალება მისცა, დაემყარებინა ლოკალიზებული საჰაერო უპირატესობა ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე და გაერღვია მათი თავდაცვითი სისტემა სიზუსტითა და ცეცხლსასროლი ძალით“, - განაცხადა დენ კეინმა.