1788701564
უცხოეთი
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტია - უკრაინული მხარე
6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტია. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო დარტყმები 11 მიმართულებით განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა რეგიონის დასახლებულ ტერიტორიებს თვითმფრინავების, დრონებისა და არტილერიის გამოყენებით შეუტიეს.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსულმა ძალებმა მიზანში ამოიღეს კრიტიკული, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი ტერიტორიები.