Loading data...
„გარწმუნებთ ყველას, შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“ - ირანის სახელმწიფო ტელევიზია აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველ მიმართვას ავრცელებს

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ახალი სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის პირველი განცხადება გაავრცელა. 

როგორც აიათოლას განცხადებაშია აღნიშნული, ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს.

აიათოლას განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანი შურს იძიებს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების დროს დაღუპული ადამიანების გამო. 

„ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის ლიდერებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობები ჩვენ გარშემო არსებულ ქვეყნებთან. თუმცა ზოგიერთ ამ ქვეყანაში აშშ-ის ბაზების არსებობა და ამ ბაზების გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის რეგიონისთვის სასარგებლო არ არის და ისინი უნდა დაიხუროს“, - აღნიშნულია ირანის სასულიერო ლიდერის განცხადებაში.