Loading data...
გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია - ირანული მედია

ირანის ახალი ამბების სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია.

სააგენტოს ცნობით, აიათოლას მეუღლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. 

ირანის სახელმწიფო ტელეარხმა „ორმა“ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ხამენეის და მის მეუღლეს ექვსი შვილი ჰყავდათ - ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი.