Loading data...
გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი (მიხაილ დენისენკო) 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიცემა მიტროპოლიტმა ეპიფანიამ გააკეთა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ფილარეტი 1995 წლიდან სათავეში ედგა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, კიევის პატრიარქატის ფარგლებში. 2018 წელს უკრაინის სამოციქულო  მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნის შემდეგ მან მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქის ტიტული. 2019 წელს მას მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება, წერს „RBC-უკრაინა“.