Loading data...
„განსხვავებულ სიგნალებს აგზავნის“ - რეზა ფეჰლევი აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპმა ისლამისტური რეჟიმის დამხობის საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ირანთან დაკავშირებით  განსხვავებული სიგნალების გაგზავნა“, - ამის შესახებ ირანის ბოლო შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი აცხადებს. 

ფეჰლევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ირანის ომში მისი განზრახვების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებების გაგზავნა და ამის ნაცვლად „დაასრულოს“ თეირანის ისლამისტური რეჟიმის დამხობის საქმე.

როგორც „პოლიტიკო“ იტყობინება, რეზა ფეჰლევიმ ტრამპი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო პროცესის შესახებ წინადადებები განიხილეს. 

ფეჰლავიმ, რომელიც ზოგადად მხარს უჭერდა ტრამპს, განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა უნდა გააგრძელონ საჰაერო დარტყმები ირანის სამიზნეებზე.

ფეჰლავიმ POLITICO-ს ინტერვიუს დროს განუცხადა, რომ ტრამპი „სხვადასხვა სიგნალებს“ აგზავნის, რამაც საბოლოოდ შეიძლება რეჟიმის განმტკიცება გამოიწვიოს.

„ახლა, როცა მხეცი დაჭრილი არის, ეს არ არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გაუშვა ხელიდან, რათა საქმე დაასრულო და ბოლომდე მიიყვანო. უნდა მიეცეს თუ არა დიპლომატიას შანსი? რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს. თუმცა, მეორე, მხრივ… ჩვენ უკვე ვიცით, რომ [რეჟიმს] თავისი დნმ-ის მიხედვით არ შეუძლია თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებასთან თანაარსებობა. მისი მისიაა იდეოლოგიის ექსპორტი“, – აცხადებს რეზა ფეჰლევი.