Loading data...
„გამოვიყენებ დავოსში ჩემს მედიაჩართულობას, რომ ხაზი გავუსვა თქვენს სამუშაოს ღაზაში, უკრაინაში, მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“ - ტრამპი რუტეს შეტყობინებას აქვეყნებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს.

რუტე აცხადებს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წვლილი შეიტანოს გრენლანდიის საკითხის წინსვლაში და მოუთმენლად ელოდება დონალდ ტრამპთან შეხვედრას.

„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ, რასაც თქვენ მიაღწიეთ სირიაში დღეს, არის შესანიშნავი. გამოვიყენებ ჩემს მედიაჩართულობას დავოსში, რომ ხაზი გავუსვა თქვენს სამუშაოს იქ, ღაზაში და უკრაინაში. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო გზა გრენლანდიის საკითხზე წინსვლისთვის. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“, - წერს მარკ რუტე დონალდ ტრამპს.