გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა
Insa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild am Sonntag-ი იუწყება.
გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. კერძოდ, გამოკითხული გერმანელების 76%-მა უკმაყოფილება გამოთქვა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით, ხოლო 16%-მა განაცხადა, რომ მათ საქმიანობას დადებითად აფასებს.
ამავე კვლევის მიხედვით, გერმანელების მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ მოქმედი კოალიცია, რომელიც შედგება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ქრისტიან-სოციალური კავშირისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან, შეძლებს მუშაობის გაგრძელებას 2029 წლამდე.
რესპონდენტთა 58% მიიჩნევს, რომ კოალიცია ვადას ვერ მიაღწევს, ხოლო 18%-მა პასუხი არ გასცა, ან არ არის დარწმუნებული.
გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 29-30 აპრილს და მასში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა ადამიანმა. პარალელურად, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ იზრდება ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა. გასულ კვირას ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მათ 28% უჭერს მხარს.