გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ამჟამად კიევში იმყოფება, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკომისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს ევროკომისარი კოსი კიევში იმყოფება. მისი ვიზიტი ფოკუსირებული იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების მხარდაჭერაზე, ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და ევროპული ინტეგრაციისადმი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაძლიერებაზე“, - იტყობინება პრესსამსახური.
კერძოდ, კოსი უკვე შეხვდა უკრაინის ვიცე-პრემიერს იულია სვირიდენკოს და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განეხილათ რეფორმების პროგრესი და ევროკავშირის მხარდაჭერის პრიორიტეტები, მათ შორის მომავალი ზამთრისთვის მზადება.