გაეროში ირანის ელჩი აცხადებს, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას არ აპირებს
გაეროში ირანის ელჩმა ამირ საეიდ ირავანიმ განაცხადა, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტის დახურვას არ აპირებს, თუმცა დასძინა, რომ ირანის უფლებაა, დაიცვას საკვანძო საზღვაო მარშრუტის უსაფრთხოება.
ირავანის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ „ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ბერკეტის გამოყენება უნდა გაგრძელდეს“.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჰორმუზის სრუტის დახურვას. თუმცა ჩვენი თანდაყოლილი უფლებაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ამ საზღვაო გზაზე“, - აღნიშნა ირავანიმ.
მისი თქმით, „ირანი საზღვაო სამართლის შესაბამისად ნავიგაციის თავისუფლების პრინციპს სრულად პატივს სცემს და მისი ერთგული რჩება“.
„თუმცა რეგიონში, მათ შორის, ჰორმუზის სრუტეში არსებული ამჟამინდელი სიტუაცია ირანის მიერ თავდაცვის უფლების კანონიერი გამოყენების შედეგი არ არის. პირიქით, ეს შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებითა და რეგიონული უსაფრთხოების შელახვით დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების პირდაპირი შედეგია“, - აღნიშნა გაეროში ირანის ელჩმა.